25 ივნისი 2026,   02:54
ვრცლად
ბანგლადეშში, 6-სართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 45 ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში, 6-სართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 45 ადამიანი დაიღუპა. 22 დაშავებული, მძიმე დამწვრობებით, საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მეხანძრეებმა შენობიდან, უვნებლად, 75 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.

შემთხვევა ქვეყნის დედაქალაქ დაკაში მოხდა. ცეცხლი თავდაპირველად ახლომდებარე რესტორანში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები