25 ივნისი 2026,   08:13
ვრცლად
უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადს

უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს.
უნგრეთი 31 წევრს შორის ბოლო იყო, რომელმაც სკანდინავიური ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა.

მანამდე, პარლამენტში სიტყვით გამოვიდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც კანონმდებლებს მოუწოდა, დაემტკიცებინათ კანონპროექტი. ვიქტორ ორბანის თქმით, შვედურ-უნგრული სამხედრო თანამშრომლობა და ნატო-ში შვედეთის გაწევრიანება უნგრეთის უსაფრთხოებას გააძლიერებს.

დღის ამბები