18 სექტემბერი 2026,   14:14
ვრცლად
"ბავშვებისთვის საყვარელი "ორეოს" ორცხობილა ქოლესტერინის ცვლილებას იწვევს" - უახლესი კვლევით, "ორეოს" მიღება ადამიანის ორგანიზმში ქოლესტერინს ამცირებს

"ბავშვებისთვის საყვარელი "ორეოს" ორცხობილა ქოლესტერინის ცვლილებას იწვევს" - უახლესი კვლევით, "ორეოს" მიღება ადამიანის ორგანიზმში ქოლესტერინს ამცირებს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეტაბოლიზმისა და კვების დოქტორმა ნიკოლას ნორვიცმა LMHR ჯგუფის წარმომადგენლებზე კვლევა ჩაატარა. ზოგადად ამ ადამიანებს უნიკალური რეაქციები აქვთ დაბალი ნახშირწყლებით დატვირთულ დიეტაზე, რაც საბოლოო ჯამში ქოლესტერინის მაჩვენებლის ზრდას იწვევს. აღნიშნულმა კი შესაძლოა ათელოსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადება გამოიწვიოს. თუმცა, ამასთან ერთად ასეთი ადამიანების ორგანიზმში მცირდება ცხიმების დონეც. ერთი ვერსიით, აღნიშნული უკავშირდება ლიპიდური ენერგიის მოდელს.

თეორიის შესამოწმებლად კი მეცნიერებმა ჩაატარეს Lean Mass Hyper-Responders-ის პროფილის მქონე ადამიანებზე კვლევა. სუბიექტიები ორი კვირის განმავლობაში იცავდნენ ნახშირწყლების დიეტას, რის შემდეგაც ისინი ორ სასწავლო ჯგუფად დაჰყვეს.

პირველ ჯგუფში მყოფი სუბიექტი 16 დღის განმავლობაში მიირთმევდა 12 ცალ "ორეოს" ორცხობილას, რაც მის ორგანიზმში ამატებდა 100 გრამ ნახშირწყალს. ამ პერიოდში მასზე ხდებოდა ნახშირწყლების დონის მონიტორინგი, რომლის შესანარჩუნებლადაც ის დღეში ოთხჯერ დანამატის სახით იღებდა d-β-ჰიდროქსიბუტირატს. 16 დღის შემდეგ, სუბიექტებმა შემდეგი სამი თვის განმავლობაში გააგრძელეს კეტოგენური დიეტის დაცვა. მეორე სასწავლო ჯგუფის სუბიექტმა კი დაიწყო ექვსი კვირის განმავლობაში მაღალი ინტენსივობის მქონე წამლის, როზულვანტინის მიღება. სუბიექტებს ყოველკვირეულად ეზომებოდათ სისხლში არსებული ლიპიდების დონეები.

ექსპერიმენტის დაწყებამდე, ორივე ადამიანის შემთხვევაში, ქოლესტერინის დონე 384 მგ/დლ-ს შეადგენდა."ორეოს" თექვსმეტდღიანი მიღების შემდეგ, მათ კი აღნიშნული მაჩვენებელი 71%-ით შემცირდა. ორცხობილის მიღების შეწყვეტის შემდეგ კი აღნიშნული კვლავ 421 მგ/დლ-მდე გაიზარდა. როზუვასტატინის თერაპიის შემდეგ კი ქოლესტერინის მაჩვენებელი 284 მგ/დლ-მდე დავიდა, რაც საწყის მაჩვენებელზე 32.5%-ით ნაკლებია. როგორც აღმოჩნდა, დაბალი სიმკვრივის მქონე ლიპოპროტეინების რაოდენობის შესამცირებლად "ორეო" უფრო ეფექტურია, ვიდრე კეტოგენური დიეტისა და მაღალი ინტენსივობის მედიკამენტების ექვსკვირიანი კურსი.

 

ავტორი: ლიზა ხონელიძე

დღის ამბები