ალბანეთში ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა ალბანეთის მთავრობის შენობას ქვები და ასაფეთქებელი საშუალებები ესროლეს. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმი.
აქციის მონაწილეებმა შენობაში შეჭრაც სცადეს. ათასობით ადამიანმა, ოპოზიციონერი ლიდერის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სალი ბერიშას, შინაპატიმრობა გააპროტესტა.
ექსპრემიერი კორუფციის ბრალდებით არის დაკავებული.