ჩინეთში, დიდთოვლობის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ჰებეის პროვინციის რამდენიმე ქალაქში, საავტომობილო გზები დაიკეტა, შანქსის პროვინციაში კი ავტობუსით მოძრაობა დროებით შეაჩერეს.
გაუქმებულია სარკინიგზო მიმოსვლა ჰენანის პროვინციის დედაქალაქშიც, რის გამოც ათასობით მგზავრი დაზარალდა. ჩინეთის ზოგიერთი ნაწილი ძლიერ ყინვასაც ებრძვის.
ელიან, რომ ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაეცემა.