პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინასთან საზღვრის გადაკეტვა ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის და მათ ფერმერებისთვის პროტესტის აკრძალვა არ შეუძლიათ.
ანჯეი დუდას თქმით, მათ ეშინიათ, რომ, ევროკავშირის ბაზრებზე უკრაინული პროდუქტის მასობრივი იმპორტის გამო, თავიანთი პროდუქციის რეალიზაციას ვერ შეძლებსნ.
პოლონეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანას უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტრანზიტი არასდროს აუკრძალავს.
პოლონელმა ფერმერებმა გუშინ საზღვრის 6 პუნქტი სრულად გადაკეტეს.