უკრაინამ და საფრანგეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება გააფორმეს - ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა თავის უკრაინელ კოლეგასთან, გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
მაკრონის თქმით, ეს შეთანხმება უფრო მეტად აკონკრეტებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც პარიზმა „დიდი შვიდეულის“ წევრებთან ერთად აიღო ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე.
"საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენი შეთანხმების მთავარი აზრი არის ის, რომ ჩვენ გავაფრომეთ 10 წლიანი ხელშეკრულება, რომელიც ძალაში იქნება მანამ, ვიდრე უკრაინა არ შეუერთდება ნატოს. ამ ხელშეკრულების ფარგელბში, საფრანგეთმა დადო პირობა, რომ წელს ჩვენ უკრაინას 3 მილიარდიან დახმარებას გამოვუყოფთ,” - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
ზელენსკი პარიზში 16 თებერვალს ჩავიდა და საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა. მანამდე უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება დიდ ბრიტანეთთან და გერმანიასთან გააფორმა.