უნგრეთის პრეზიდენტმა, კატალინ ნოვაკმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ნოვაკმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბავშვთა სახლში განხორციელებული სექსუალური შევიწროების დაფარვაში მსჯავრდებულის შეწყალება გადაწყვიტა, ამან კი საზოგადოებაში დიდი პროტესტი გამოიწვია.
უნგრეთის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი ნოვაკის უფლებამოსილების ვადის დასრულებიდან 30 დღის ვადაში უნდა აირჩიოს.