ომი ახლო აღმოსავლეთში - საბრძოლო შეტაკებები ხან-იუნისში მიმდინარეობს, არიან დაღუპულები, მათ შორის სამედიცინო პერსონალიც.
საომარი მოქმედებებია რაფაჰის ტერიტორიაზეც, სადაც პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან ევაკუირებული. გაერო ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის საერთაშორისო კანონების დაცვისკენ მოუწოდეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მათი არმია ბრძოლის სტრატეგიას შეცვლის და "ჰამასს" ისე დაამარცხებს, რომ პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობა რაფაჰიდან უსაფრთხო ადგილას გადაიყვანონ.