ესპანელმა ფერმერებმა ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარე კასტელონის პორტის მთავარი შესასვლელი ტრაქტორებით გადაკეტეს, დაწვეს საბურავები, – ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.
ამასთან, ფერმერებმა მოძრაობა შეაფერხეს ქვეყნის 15 მთავარ მაგისტრალზე, მათ შორის - ბარსელონაში.
პორტში პროფკავშირის წარმომადგენლის თქმით, ფერმერები აპროტესტებენ იმას, რასაც ისინი მიიჩნევენ არაკეთილსინდისიერ კონკურენციად ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ეგვიპტე და თურქეთი.
ფერმერების ერთ-ერთი მოთხოვნაა, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან სურსათის იმპორტის შეზღუდვა, რადგან ამ ქვეყნებს არ უწევთ ევროპული რეგულაციებისა, თუ სტანდარტების დაცვა, შესაბამისად, პროდუქტს ევროპაში იაფად ყიდიან.