23 სექტემბერი 2026,   10:45
ვრცლად
სოფელ ნერგეეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. სტიქიის შედეგად რვა ადამიანია დაღუპული.

მდინარე ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე 30 მეტრიანმა მიწის მასამ 4 სახლი მოიყოლა. სპეციალისტების პირველადი დასკვნით, კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესი უხვმა ნალექმა გამოიწვია - მოწყდა ფერდობი და ტერიტორია მიწით წამებში დაიფარა.

ტრაგედიის ადგილზე მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკაც, თუმცა ტერიტორიის გაწმენდა ფრთხილად მიმდინარეობს. ამავე დროს, გეოლოგების რეკომენდაციით, ტერიტორიიდან მოხდა 7 ოჯახის ევაკუაცია.

დღის ამბები