23 სექტემბერი 2026,   11:12
ვრცლად
იუსტიციის სამინისტრომ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის მიმართულებით საჯარო სექტორის 100-მდე წარმომადგენლის გადამზადება დაიწყო

იუსტიციის სამინისტრომ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის მიმართულებით საჯარო სექტორის 100-მდე წარმომადგენლის გადამზადება დაიწყო.

პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოში სივრცითი მონაცემების მართვისა და გაზიარების თანამედროვე სისტემის შექმნას.

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების რეფორმის ფარგლებში მომზადდა სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება.

გადამზადების შედეგად, საჯარო მოხელეები დაგეგმილ სიახლეებს მომზადებულები შეხვდებიან, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში სივრცითი მონაცემების ერთიანი მეთოდოლოგიით დამუშავებას და განთავსებას ეროვნულ გეოპორტალზე - NSDI.GOV.GE

ტრენინგების დასრულების შემდეგ, სივრცითი მონაცემების მწარმოებელი 20-მდე საჯარო უწყებისთვის ერთწლიანი მენტორობის ეტაპი დაიწყება.
გადამზადების პროგრამა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი GRAIL პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება.

დღის ამბები