23 სექტემბერი 2026,   15:46
ვრცლად
გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, იმედია ასეც მოხდება, ვფიქრობ, ისინი შეთანხმებას მიაღწევენ - ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე

უკრაინა რუსეთთან ენერგეტიკული ზავისთვის მზადაა - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიუ-იორკში, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, კიევი იმ შემთხვევაში შეწყვეტს იერიშებს რუსულ ენერგოობიექტებზე, თუ მოსკოვიც ანალოგიურად მოიქცევა.

კიევის ამ პირობას კრემლს ამერიკული მხარე გააცნობს. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული 40-წუთიანი დახურული მოლაპარაკებებისას, ლიდერებმა ომის დასრულების შესაძლებლობაზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში "პეტრიოტის" ტიპის რაკეტების წარმოებას. ამასთან, უკრაინის ლიდერმა დაადასტურა, რომ მზადაა ვლადიმერ პუტინს ტრამპის შუამავლობით, სამმხრივ ფორმატში შეხვდეს.

"გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. იმედია, ასეც მოხდება. ვფიქრობ, ისინი შეთანხმებას მიაღწევენ. არ მინდა იმის თქმა, თუ როგორი იქნება ეს შეთანხმება. ამაზე ბევრს ვსაუბრობთ, მათ შორის პრეზიდენტ პუტინთანაც. პუტინს შეხვედრა სურს. ერთხელ ალასკაზე უკვე შევხვდით და შეგვიძლია კიდევ ერთი შეხვედრა მოვაწყოთ. ორივე მხარეს სურს ომის დასრულება. ბევრი ადამიანი იღუპება - ეს არავის უნდა,"- აცხადებს ტრამპი.

დღის ამბები