23 სექტემბერი 2026,   17:34
ვრცლად
მოლდოვის პარლამენტმა ენერგეტიკის და წყალმომარაგების სექტორებში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

მოლდოვის პარლამენტმა ენერგეტიკის და წყალმომარაგების სექტორებში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიზეზი მსოფლიო ბაზარზე გაზს და საწვავზე ფასების ზრდა, ასევე გვალვის გამო მდინარე დნესტრში წყლის დონის კლებაა.

მთავრობაში განმარტავენ, რომ საგანგებო რეჟიმი ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, რესურსების შესაძლო დეფიციტს ეფექტური რეაგირება მოახდინოს. გადაწყვეტილება ძალაში 26 სექტემბრიდან შევა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრეზიდენტ მაია სანდუსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაცია.

დღის ამბები