საფრანგეთის დედაქალაქში, ლიონის სარკინიგზო სადგურზე, დანით შეიარაღებული პირი ადამიანებს დაესხა თავს. დაჭრილია სამი ადამიანი, რომელთაგანაც ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, - ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა ერთი ადამიანი, რომელსაც იტალიაში გაცემული მართვის მოწმობა აღმოჩნდა, თუმცა მისი ვინაობა, ისევე, როგორც დანაშაულის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია.