24 ივნისი 2026,   17:08
ვრცლად
"პრეზიდენტი არ მოითმენს თავდასხმებს ამერიკულ ჯარებზე და არც მე ვაპირებ ამას" - აშშ-მა ირანთან დაკავშირებულ სამიზნეებზე სირიასა და ერაყში საპასუხო თავდასხმები დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ ირანთან დაკავშირებულ სამიზნეებზე სირიასა და ერაყში საპასუხო თავდასხმები დაიწყო. ფაქტი აშშ-მა დაადასტურა. ეს თავდასხმები პასუხია იორდანიაში დრონით თავდასხმაზე 28 იანვარს, როცა სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. 40-ზე მეტი კი დაშავდა.

"პრეზიდენტი არ მოითმენს თავდასხმებს ამერიკულ ჯარებზე და არც მე ვაპირებ ამას. ჩვენი თანაგუნდელები მოკლეს სირიასა და ერაყში მოქმედმა რადიკალებმა, რომლებსაც მხარს უჭერს ირანი. 7 ოქტომბერს, ისრაელზე "ჰამასის" ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ჯგუფები ცდილობდნენ, კიდევ უფრო მეტი არეულობა შექმნან. ვმუშაობთ, რომ თავიდან ავიცილოთ უფრო ფართო კონფლიქტი რეგიონში, მაგრამ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას ჩვენი ინტერესების დასაცავად. შესაბამისად, ჩვენ ვუპასუხებთ მაშინ, როცა ავირჩევთ, იქ, სადაც ავირჩევთ და ისე, როგორც ავირჩევთ," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.

დღის ამბები