უკრაინაში ომი გრძელდება. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა ორი ახალი თავდაცვითი სისტემის მიღება დაადასტურა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, "კიევი ამ კვირაში ამერიკისგან მცირე დიამეტრის" ბომბებს მიიღებს, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს შორ მანძილზე ბრძოლის საშუალებას მისცემს.
რაც შეეხება ფრონტის ხაზს - გენშტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკსა და ავდიივკას რეგიონში 30-მდე თავდასხმა მოიგერიეს.