25 ივნისი 2026,   08:56
ვრცლად
დეკემბერში კოვიდით 10 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გასული წლის დეკემბრის თვეში საშობაო და საახალწლო დღესასწაულებზე შეკრებებმა და ვირუსის ახალმა ვარიანტმა ეპიდვითარება გაამწვავა. ჯანმოს ცნობით, მხოლოდ ერთ თვეში, მსოფლიოში კორონავირუსით 10 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანმოს ინფორმაციითვე, საავადმყოფოებში მიმართვიანობა მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში 42%-ით გაიზარდა.

ამჟამად კორონავირუსის ახალი, JN.1 ვარიანტი ყველაზე ფართოდ გავრცელებული შტამია.

დღის ამბები