25 ივნისი 2026,   07:30
ვრცლად
შტორმისა და ტორნადოს შედეგად, აშშ-ში, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შტორმისა და ტორნადოს შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. აშშ-ის სხვადასხვა შტატში ტორნადოს, დიდთოვლობისა და წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან.

სტიქიამ ყველაზე მეტად ნიუ იორკი და პენსილვანია დააზარალა. დიდთოვლობა და ქარბუქია ასევე ვისკონსინისა და მიჩიგანის შტატებში.

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 23 ტორნადო დაფიქსირდა, მათ შორის - ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში, ალაბამაში, ჯორჯიაში, ფლორიდასა და ტეხასში.

დღის ამბები