28 ივნისი 2026,   12:16
ვრცლად
მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში პალესტინის მხარდამჭერი აქციები იმართება

მსოფლიო ლიდერების მიერ ისრაელის ღია მხარდაჭერის პარალელურად, სხვადასხვა ქვეყანაში, პალესტინის მხარდამჭერი აქციები იმართება.

ტორონტოში, ვაშინგტონში, ლოს-ანჯელესში, ბრუკლინში, ლონდონში, ბერლინში, ფრანკფურტში, ვენაში, მადრიდსა და ბარსელონაში მოქალაქეები პალესტინის დროშებით შეიკრიბნენ და თქვეს, რომ ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვას აპროტესტებდნენ.

ესპანეთის დედაქალაქში გამართულ აქციაზე დემონსტრანტებმა ისრაელის დროშა დაწვეს. აშშ-ში კი პროტესტს რამდენიმე ადამიანის დაკავება მოჰყვა.

დღის ამბები