ჩვენ არსად წავალთ - ამ სიტყვებით მიმართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა უკრაინისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ის, პარტნიორებთან ერთად, უკრაინის მხარდაჭერას თავდაცვისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს.
"ჩემი გზავნილი პუტინისადმი არის პირდაპირი - ჩვენ არსად წავალთ. რუსეთმა უკრაინაში შეჭრით უკანონო, არაპროვოცირებული აგრესიის აქტი განახორციელა. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ და სხვა ქვეყნები ურყევი ვართ უკრაინის მხარდაჭერაში. არა მხოლოდ აქ და ახლა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც უზრუნველვყოფთ უკრაინას იმ რესურსებით, რაც დასჭირდება საკუთარი თავის დასაცავად,"- განაცხადა რიში სუნაკმა.