30 სექტემბერი 2026,   20:05
ვრცლად
პირი, რომელიც მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა და 2 პოლიციელი იმსხვერპლა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლში, ქარელის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი იმსხვერპლა.

უწყების ინფორმაციით, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ლ. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის მუნიციპალიტეტში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: 1972 წელს დაბადებული პოლიციის მაიორი ომარ ქარელი და 1992 წელს დაბადებული პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ვანო ბასანიძე.

სამართალდამცველებმა გ.ლ დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები