ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაჩქარების ახალი ინიციატივით გამოდის - ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით, კანდიდატ ქვეყნებს შესაძლებლობა ექნებათ სრულუფლებიან წევრობამდე ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომა ეტაპობრივი ინტეგრაციის ფარგლებში მიიღონ.
გაფართოების პროცესში მყოფი სახელმწიფოები ისარგებლებენ უბარიერო ვაჭრობითა და ევროპულ კვლევით პროგრამებში მონაწილეობის უფლებით, თუმცა, კანდიდატი ქვეყნები დემოკრატიული უკუსვლის შემთხვევაში ამ უპირატესობას დაკარგავენ.
ასევე, ინიციატივის მთავარი პირობაა, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა მხარი უნდა დაუჭირონ ევროკავშირის პოზიციას მტრულად განწყობილი სახელმწიფოებისა და გლობალური ეკონომიკური კონკურენტების მიმართ.