საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, ბარბარა ფოსთან.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების აქტუალური საკითხების და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.
მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
გაიცვალა მოსაზრებები რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და გამოწვევებზე.
გიორგი ზურაბაშვილმა ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.