01 ივლისი 2026,   17:07
ვრცლად
პალესტინაში, დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა - ისრაელმა საჰაერო იერიშები ღაზას სექტორში, შეიარაღებული დაჯგუფებების ოპერატიული მართვის ცენტრებზე მიიტანა

პალესტინაში, დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. ისრაელმა საჰაერო იერიშები ღაზას სექტორში, შეიარაღებული დაჯგუფებების ოპერატიული მართვის ცენტრებზე მიიტანა.

გასული კვირის განმავლობაში განხორციელებულ დაბომბვებს, გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფება ისლამური ჯიჰადის 6 ლიდერი ემსხვერპლა. ღაზას სექტორში დაღუპულ მოქალაქეებს შორის 4 ქალი და 6 ბავშვია.

მსხვერპლი მოჰყვა ღაზას სექტორიდან ჰამასის შეიარაღებული წევრების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს ისრაელშიც.

აშკელონსა და თელ-ავივზე მიტანილ იერიშებს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 კი მძიმედ დაშავდა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მხარეებს შორის ამ დრომდე ვერ ხერხდება.

დღის ამბები