საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრ ირაკლი მეზურნიშვილს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) ვიცე-პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ასამბლეაში საქართველოს თავმჯდომარეობის მანდატის დასრულების შემდეგ, საქართველოს წარმომადგენლობა ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში კვლავ გრძელდება რაც სასიხარულოა.
"ვულოცავ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელს, ირაკლი მეზურნიშვილს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად არჩევას.
მოხარული ვარ, რომ ასამბლეაში საქართველოს თავმჯდომარეობის მანდატის დასრულების შემდეგ, საქართველოს წარმომადგენლობა ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში კვლავ გრძელდება.
ვუსურვებ წარმატებას ამ საპასუხისმგებლო საქმიანობაში და საქართველოს ინტერესების ღირსეულად წარმოჩენას საერთაშორისო საპარლამენტო ასპარეზზე," - წერს პაპუაშვილი.