„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება.
ამჯერად პატიმარმა სააკაშვილმა დაასახელა კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ მოხდა ლევან ხაბეიშვილის, თინა ბოკუჩავათი ჩანაცვლება. ერთ-ერთ მედიასთან წერილობით ინტერვიუში სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ოპოზიცია და მისივე პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.
სააკაშვილს კვლავ მწვავედ აკრიტიკებს თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი უსაფუძვლოდ ადანაშაულებს „ბოკერიებს“ და მისგან საკუთარი კერპად აღიარებასა და ღირებულებების ღალატს მოითხოვდა.
“ცილისმწამებელი სააკაშვილი უკვე დადის და კიდევ ივლის იმ სიმართლით, რომ “ბოკერიები” რაიმე შეკვეთის შემსრულებლები ვართ. ერთადერთი შეკვეთა, რისი მოცემაც სცადა თავად სააკაშვილმა, ეს მისი კერპად აღიარება და რაზეც გავიზარდეთ, იმ ღირებულებების ღალატი იყო! ცხადია დაპანღურდა, როგორც ბოლო გოიმი თვითგანადგურებისკენ“,- წერს "ფედერალისტური პარტიის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ ჩერგოლეიშვილი.