01 ივლისი 2026,   20:23
ვრცლად
მთავარი მიზეზი იყო ზუსტად ლევან ხაბეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაზეც წინააღმდეგობაში ვერავინ ვერ მოვა - თათია ნიკოლაიშვილი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად პატიმარმა სააკაშვილმა დაასახელა კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ მოხდა ლევან ხაბეიშვილის, თინა ბოკუჩავათი ჩანაცვლება. ერთ-ერთ მედიასთან წერილობით ინტერვიუში სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ოპოზიცია და მისივე პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ლევან ხაბეიშვილის შეცვლის მთავარი მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო, თუმცა მიხეილ სააკაშვილის მიერ დასახელებული სხვა გარემოებებიც არსებობდა. 

„მთავარი მიზეზი იყო ზუსტად ლევან ხაბეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაზეც წინააღმდეგობაში ვერავინ ვერ მოვა. ამასთანავე, რაზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს ეს არის პარალელური მიზეზები. ვერ დაგეთანხმებით, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის კრიზისი, ეს არის შიდა დემოკრატიის მაღალი კლასის ჩვენება. ჰორიზონტალურ მმართველობაზე გადავიდეთ ვერტიკალურიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი კონკრეტული და რამდენიმე თუნდაც თანამდებობის პირის მიცემული ბრძანებებით არ იმართებოდეს პარტია. მიხეილ სააკაშვილი არის ამ პარტიის დამფუძნებელი და ამ პარტიის ლიდერი. შესაბამისად, ცხადია, პარტიის ლიდერის და დამფუძნებლის როლი დარჩება“, - აცხადებს პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაიშვილი.

დღის ამბები