„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება.
ამჯერად პატიმარმა სააკაშვილმა დაასახელა კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ მოხდა ლევან ხაბეიშვილის თინა ბოკუჩავათი ჩანაცვლება.
ერთ-ერთ მედიასთან წერილობით ინტერვიუში სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ოპოზიცია და მისივე პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.
შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული კრიზისი პარტიის წარუმატებლობების შედეგია, რაც, მისი თქმით, ქვეყნის ინტერესების ნაცვლად, საგარეო დამკვეთების ინტერესების მსახურებით იყო განპირობებული. მისივე განცხადებით, პარტიაში აზრის გამოთქმა ფასიანი იქნება თუ უფასო, ამას ქვეყნისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ექნება.
"კრიზისი გამოწვეულია წარუმატებლობებით, წარუმატებლობები გამოწვეულია იმით, რომ ისინი არ ემსახურებოდნენ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს და ემსახურებოდნენ ყოველთვის საგარეო ინტერესს, საგარეო დამკვეთის ინტერესს. აცდენილი იყვნენ იმ რეალობას, რა რეალობაც დღეს საქართველოში არის. გამომდინარე აქედან, "ნაციონალურ მოძრაობაში" აზრის გამოთქმა ფასიანი გახდება თუ უფასო, ქვეყნისათვის ფასი ამას მაინც არ ექნება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.