2008 წელს საქართველოში ლეხ კაჩინსკიმ საჯაროდ თქვა, რომ თუ თავისუფალი მსოფლიო არ შეაჩერებს პუტინს, რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, შემდეგ კი, ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ოტავაში კანადელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მარიუშ ბლაშაკმა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობასა და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
"ჩვენ არ ვცდილობთ ჩვენს მოკავშირეებზე ზეწოლას, ჩვენ ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რომელიც ჩვენი თავისუფლებისთვისაც იბრძვის" - ამბობს პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი.