საერთაშორისო სამემკვიდრეო სამართალი, ფულის გათეთრების პრევენცია სანოტარო სფეროში - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გაიმართა მსჯელობა საქართველოსა და გერმანიის ნოტარიუსთა პალატებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩატარებულ სემინარზე.
მხარეები პრაქტიკულ რეგულაციებსაც გაეცნენ.
მემორანდუმი მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, ნოტარიუსთა პალატებს შორის სასწავლო ღონისძიებებისა და ტრენინგების გამართვასაც ითვალისწინებს.