29 ივნისი 2026,   10:30
ვრცლად
რობერტა მეცოლა რუსეთს ამერიკელი ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის და რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რუსეთს, ევან გერშკოვიჩისა და ალექსეი ნავალნის დაუყონებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

რობერტა მეცოლას თქმით, ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ აკეთონ თავიანთი საქმე, საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების შიშის გარეშე და ეს არის ზღვარი, რომელიც არ უნდა გადალახულიყო.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2021 წლის დასაწყისში, ევან გერშკოვიჩი კი მიმდინარე წლის 29 მარტს დააკავეს, რუსული სასამართლო მათ ჯაშუშობას ედავება.

დღის ამბები