29 ივნისი 2026,   10:30
ვრცლად
ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ უკრაინის კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს - სერგეი ლავროვი

რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრაზილიელ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი დაინტერესებულია უკრაინაში კონფლიქტი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

ლავროვის თქმით, მათ განიხილეს კონტექსტი, რომელიც უნდა იქნეს გათვალისწინებული, რათა ამ პრობლემის გრძელვადიანად და არა ხანმოკლედ მოგვარება იყოს შესაძლებელი.
მისი თქმით კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებები, შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, თუკი მოხდება რუსეთის ინტერესების გათვალისწინება.

"ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ უკრაინის კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. უკვე დეტალურად განვაცხადეთ თუ რა ხდება და რა მიზნებს ვახორციელებთ ამ კუთხით. ისინი უპირველეს ყოვლისა მოიცავს გარანტიას, რომ არ იარსებებს რაიმე საფრთხე უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო თავდაცვაზე. მეორე ამოცანაა უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთით რუსულენოვანი მოსახლეობის სიცოცხლისა და კანონიერი უფლებების დაცვა", - განაცხადა ლავროვმა.

დღის ამბები