"ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი და ვერ მოვითხოვთ ვინმეს დასჯას ან გამართლებას" - ამ განცხადებით დავით კეზერაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესებს სახალხო დამცველი გამოეხმაურა.
ლევან იოსელიანის თქმით, მის აპარატს შეუძლია მხოლოდ მონიტორინგი გაუწიოს პროცესს. ომბუდსმენს მედიამ კითხვა BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით დაუსვა.
"ჩვენ შეგვიძლია მონიტორინგი გავუკეთოთ სასამართლოზე, საპროცესო დარღვევის მიმართულებით პროცესს, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი და ვერ მოვითხოვთ ვინმეს დასჯას ან ვინმეს გამართლებას - ეს არ არის ჩვენი საქმე. თუ მომართვა იქნება და ჩვენ დავინახავთ, რომ ჩვენი ფუნქცია არის ამაში, რა თქმა, მივიღებთ ამაში მონაწილეობას, მაგრამ თუ არ იქნა ჩვენი მანდატის ფარგლებში, რა თქმა უნდა,, ჩვენ ამაში ვერ ჩავერთვებით,"- აცხადებს ლევან იოსელიანი.