19 სექტემბერი 2026,   01:11
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტი მწვავდება - ყველაზე ცხელი წერტილი ახლა იემენია

სამხედრო კონფლიქტი მწვავდება ახლო აღმოსავლეთში. ყველაზე ცხელი წერტილი ახლა იემენია. ქვეყნის დასავლეთით, თაიზის პროვინციაში, შეტაკებებია სამთავრობო ძალებს და ჰუსიტებს შორის. რადიკალურ დაჯგუფების პოზიციებს ბომბავს საუდის არაბეთის ავიაციაც.

პარალელურად, მძიმდება ჰუმანიტარული ვითარება. გაეროს ცნობით, ბოლო ორ კვირაში საომარი მოქმედებების ზონა 104 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის 57 000-ზე მეტი ბავშვია. შეტაკებების შედეგად დაიღუპა 9 და დაშავებულია 12 არასრულწლოვანი. დაიხურა 240-ზე მეტი სკოლა და საავადმყოფო.

დღის ამბები