17 სექტემბერი 2026,   16:21
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილის მიმართვა არ იყო "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ - ლაშა ფარულავა

"ლევან ხაბეიშვილის მიმართვა არ იყო "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ," - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა, რითაც ხაბეიშვილის მწვავე კრიტიკა გამოეხმაურა.

ლაშა ფარულავას თქმით, ხაბეიშვილის სიტყვების ადრესატები არ არიან მისი თანაგუნდელები.

"შეგიძლიათ ნახოთ ლევან ხაბეიშვილის დაკავებამდე განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს წინააღმდეგობას ამ ფორმით რასთან დაკავშირებითაც ხაბეიშვილი საუბრობდა, აზრი არ ჰქონდა, აი იმ ხალხს ვგულისხმობ.

ჩვენ ნიკა გვარამიას არ ვუპასუხებთ ცილისწამება და ეს დამოკიდებულება, რომელსაც მაგალითად ის ანი წითლიძის მის მიმართ ავლენს, შეაფასებს ამომრჩეველი, გულშემატკივარი", - აღნიშნა ლაშა ფარულავამ.

უუნარობა და პასუხისმგებლობისგან გაქცევა - ხაბეიშვილის მწვავე კრიტიკა ოპოზიციას. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ოპოზიციურ სპექტრს უმოქმედობასა და შიშში ადანაშაულებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაბეიშვილი წერს, რომ შემოდგომაზე დაანონსებული მასშტაბური პროტესტი არ შედგა და პოლიტიკური ჯგუფები ქუჩის აქციებს ერიდებიან. ნაცვლად რეალური ბრძოლისა, პოლიტიკოსების მხრიდან ხდება მხოლოდ ტელეეთერებში დროის გაყვანა და, მისივე თქმით, "პოლიტიკურ ველზე ტივტივი."

დღის ამბები