თამაზ ელიზბარაშვილმა საპატიმროში შიმშილობა შეწყვიტა. ინფორმაცია ამის შესახებ "კურიერს" სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, თამაზ ელიზბარაშვილი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მას საქართველოს პროკურატურამ მუქარის ფაქტზე ბრალდება 3 სექტემბერს წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.