18 სექტემბერი 2026,   03:53
ვრცლად
მედია: შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ გადადგომის შესახებ განაცხადა

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა გადადგომის შესახებ განაცხადა - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ პოსტში დაწერა. 

ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც არჩევნებში ოპოზიციამ უმრავლესობა მოიპოვა. 

"ვითხოვ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას" - წერს კრისტერსონი პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 13 სექტემბრის არჩევნებში მემარცხენე ცენტრისტულმა ოპოზიციამ მმართველი ბლოკი მცირე უპირატესობით დაამარცხა.

დღის ამბები