17 სექტემბერი 2026,   16:21
ვრცლად
სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - 2 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა ლევან ცირკუშინსკის, რომელმაც სიძულვილის ენა ცოტნე ივანიშვილის მისამართით გამოიყენა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 000 ლარით დააჯარიმა ალექსანდრე იანკოვსი, რომელმაც შეურაცხყოფა გურამ მაჭარაშვილს მიაყენა. 2 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა ლევან ცირკუშინსკის, მან სიძულვილის ენა ცოტნე ივანიშვილის მისამართით გამოიყენა.

დღესვე გაიმართა გიგლა ალიხანაშვილის საქმის განხილვა, რომელმაც შეურაცხყოფა გია ხუხაშვილს მიაყენა. ასევე კობა მიქაიას პროცესი, ის სიძულვილის ენას საჯარო სივრცეში იყენებდა.

"სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ფაქტზე იქნა სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის საფუძველზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, პიროვნება ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და მას სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით", - აცხადებს შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი ანდრო გურული.

დღის ამბები