რუსეთში, ორსართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ცეცხლის ჩაქრობას 80-მდე მეხანძრე რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.
ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ექვსი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანდაზმულთა სახლი არალეგალურად ფუნქციონირებდა. მომხდარის შემდეგ ოლქის გუბერნატორის განკარგულებით, რეგიონის მასშტაბით, ხანდაზმულთა სახლების ინსპექტირება ჩატარდება.