02 ივლისი 2026,   12:00
ვრცლად
დრამატული გამარჯვებები მუნდიალზე - ინგლისი, ბელგია და აშშ მერვედფინალში არიან

მერვედფინალში გასვლა შეძლო მუნდიალის ერთ-ერთმა მასპინძელმა ქვეყანამ. შეერთებულმა შტატებმა ბოსნიელები 2:0 დაამარცხეს.

თუმცა ბელგიასთან დაპირისპირება ამერიკელებს 7 ივლისს საკუთაესო ბომბარიდის გარეშე მოუწევთ. 64-ე წუთზე ფოლარინ ბალოგუნი მსაჯმა ბოსნიელებთან უხეშად თამაშისთვის მოედნიდან გააძევა. მანამდე ბალოგუნმა მატჩში პირველი გოლის გატანა შეძლო. მეორე ლოგის ავტორი კი მალიკ ტილმანია.

მერვედფინალში გადასასვლელად ბელგიამ სენეგალი დაამარცხა - ამისთვის ევროპელებს 132 წუთი დასჭირდათ. აფრიკელებმა თავიდანვე აქტიურად შეუტიეს, თუმცა საბოლოოდ ანგარიში 3:2 დასრულდა.

საკმაოდ გაუჭირდათ შემდეგ ეტაპზე გასვლა ინგლისელებსაც - კონგოელებთან მატჩის დასაწყისში აფრიკელები დაწინაურდნენ და, ინგლისელთა არაერთი შეტევის მიუხედავად, პირველი ტაიმი კონგოელების გამარჯვებით დასრულდა. თუმცა ვითარება მეორე ტაიმში შეიცვალა - გუნდის კაპიტნის, ჰარი კეინის დუბლმა ინგლისის ნაკრებს მერვედფინალის საგზური მოუტანა. ინგლისელები 6 ივლისს მექსიკელებს შეხვდებიან.

დღის ამბები