02 ივლისი 2026,   18:57
ვრცლად
მათ საკუთარი ამომრჩევლის პულსზე არ უდევთ ხელი და მათთვის მნიშვნელოვანი არ არის, რას ფიქრობს საკუთარი ამომრჩეველი - ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება - "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ბრალდებები კვლავ ისმის ნიკა გილაურისა და კოალიცია "ცვლილებებთან" მიმართებით. ამის პარალელურად, კრიტიკულ მოსაზრებებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოთქვამენ ფედერალისტები, რომლებიც თვლიან, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარი პარტია დაღუპა და შესაძლოა, საერთო პოლიტიკური პროცესიც დააზიანოს.

"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციას არ აღელვებს ამომრჩევლის აზრი და გარე ძალებზე ამახვილებენ ყურადღებას.

"ოპოზიციურ პოლიტიკურ ფლანგს და სპექტრს აქვს ერთი ძალიან დიდი მინუსი და ძალიან დიდი პრობლემა, რაც სწორედ ამ ე.წ. დაპირისპირებებში კარგად ჩანს. ეს არის ის, რომ მათ საკუთარი ამომრჩევლის პულსზე არ უდევთ ხელი და მათთვის მნიშვნელოვანი არ არის, რას ფიქრობს საკუთარი ამომრჩეველი. მათთვის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი დამკვეთი არის უცხოეთი, მათი უცხოელი მფარველები, რომელთა დავალების მიხედვით მოქმედებენ", - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

 

 

დღის ამბები