02 ივლისი 2026,   12:01
ვრცლად
"განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის შენებისა და უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია, სწორედ თქვენ უნდა გადაიბაროთ ამ ქვეყნის მართვა" - პრემიერი აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს.

"განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის შენებისა და უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია. სწორედ თქვენ უნდა გადაიბაროთ ამ ქვეყნის მართვა. მთელი გულით გისურვებთ წარმატებას და საუკეთესო შედეგების მიღწევას!" - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.

ქვეყნის მასშტაბით გახსნილ ყველა საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ახალგაზრდები, სასურველ უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად, როგორც ყოველთვის, პირველად, ქართულ ენასა და ლიტერატურას აბარებენ. ქვეყანაში სულ 24 საგამოცდო ცენტრი მოქმედებს. აბიტურიენტთა რაოდენობა წელს 43 ათასს აღემატება.

დღის ამბები