02 ივლისი 2026,   10:59
ვრცლად
ელენე ხოშტარია "ვივამედში" გადაიყვანეს

ელენე ხოშტარია "ვივამედშია". "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, მსჯავრდადებული პოლიტიკოსი კლინიკაში გუშინ დღის ბოლოს გადაიყვანეს. გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდადებულის ექიმებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. ელენე ხოშტარიას სამედიცინო კვლევები მისი მკურნალი ექიმების მეთვალყურეობით ჩაუტარდება.

პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კლინიკის მენეჯმენტთან თანამშრომლობაზე ელენე ხოშტარიას ექიმი საუბრობს.

"შევხვდით "ვივამედის" კლინიკურ დირექტორს, რომელთანაც ვისაუბრეთ ელენეს დიაგნოზის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გავაცანით ჩვენი მოსაზრებები, შევთანხმდით თანამშრომლობაზე პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა - შეიძლება ითქვას, რომ იგივეა, რაც გუშინწინ ვნახეთ ჩვენ ციხის პირობებში და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს კოლეგებთან ამ ურთიერთთანამშრომლობის პროცესში შევძლებთ, რომ ელენეს დაავადების პროგრესირება შევაჩეროთ," - განაცხადა ანა ქავთარაძემ.

დღის ამბები