02 ივლისი 2026,   10:46
ვრცლად
შოტლანდიას უფლება არ აქვს ჩაატაროს დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმი ბრიტანეთის მთავრობის თანხმობის გარეშე - უზენაესი სასამართლოს დადგენილება

გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ შოტლანდიას უფლება არ აქვს ჩაატაროს დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმი ბრიტანეთის მთავრობის თანხმობის გარეშე.

უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტის განცხადებით, ხუთივე მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას ერთსულოვანი იყო. შოტლანდიის ნახევრად ავტონომიურ მთავრობას სურს ჩაატაროს რეფერენდუმი მომავალ ოქტომბერს, კითხვით "უნდა იყოს თუ არა შოტლანდია დამოუკიდებელი ქვეყანა".

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უარს ამბობს კენჭისყრის მხარდაჭერაზე და აცახდებენ, რომ საკითხი 2014 წლის რეფერენდუმზე გადაწყდა, რომლის დროსაც შოტლანდიელმა ამომრჩევლებმა დამოუკიდებლობაზე უარი განაცხადეს.

დღის ამბები