ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი საჯაროდ შვილთან ერთად პირველად გამოჩნდა. ამის შესახებ BBC წერს.
გოგონა, რომელსაც, სავარაუდოდ, კიმ ჩუ-ეი ჰქვია, მამას ქვეყნის ყველაზე დიდი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვებისას ახლდა.
როგორც ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ფოტოში ჩანს, გოგონას მამისთვის ხელი აქვს ჩაკიდებული.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის პირადი ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.