აშშ-ის შუალედურ არჩევნებში, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა უმრავლესობა მოიპოვეს და 218 ადგილი დაიკავეს, ეს კი ნიშნავს, რომ წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელები გააკონტროლებენ - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ამერიკული გამოცემის ცნობით, რესპუბლიკურმა პარტიამ კალიფორნიაში, მაიკ გარსიას გამარჯვებით პალატაში 218 მანდატი მოიპოვა. დემოკრატებს, ამჟამად, 210 ადგილი აქვთ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე სენატში უმრავლესობის მოპოვება დემოკრატებმა მოახერხეს და კონტროლი შეინარჩუნეს. შუალედური არჩევნების შედეგად, ამერიკელმა ხალხმა სენატორები და წარმომადგენელთა პალატის 435 წევრი აირჩია.