02 ივლისი 2026,   20:33
ვრცლად
ვინ გახდება დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი - ამ კითხვაზე პასუხი შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი

დიდი ბრიტანეთი ახალი პრემიერის მოლოდინშია. ახალი პრემიერის ვინაობა შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი.

ყველაზე დიდი შანსი რიში სუნაკს აქვს - დიდი ბრიტანეთის ყოფილ ფინანსთა მინისტრს კონსერვატიული პარტიის 140-ზე მეტი წევრი უჭერს მხარს.

კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის პოსტისთვის ბრძოლას გამოეთიშა ბორის ჯონსონი. მისი თქმით, მას პოსტის დასაკავებლად საჭირო მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა მისი მხრიდან ეს არასწორი ნაბიჯი იქნებოდა.

გაერთიანებულ სამეფოში ვადამდელი არჩევნების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ლიზ ტრასმა პრემიერ-მინისტრად არჩევიდან 45 დღის შემდეგ თანამდებობა დატოვა. ტრასს გადადგომისკენ კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა მისი ეკონომიკური პოლიტიკისგან გამოწვეული უკმაყოფილების გამო მოუწოდეს.

დღის ამბები