02 ივლისი 2026,   20:35
ვრცლად
რატომ გაუქმდა ჩეხეთსა და გერმანიაში ანი ლორაკის კონცერტი - ვერსიები, რომელიც მედიაში ვრცელდება

ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი, წარმოშობით უკრაინელი მომღერლისა ანი ლორაკის კონცერტები, რომლის გამართვასაც ის გერმანიასა და ჩეხეთში გეგმავდა, არ გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტო "უნიანი" ავრცელებს.

უკრანული მედიის ცნობით, კონცერტების ოფიციალურად გაუქმების შესახებ ის ვებ-გვერდები ავრცელებენ ინფორმაციას, რომლებიც ღონისძიების ბილეთებს ყიდდნენ. მიზეზები განსხვავებულია.

ერთ-ერთი ვერსიით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება.

"არასტაბილური გეოპოლიტიკური ვითარების გამო, ორგანიზატორები იძულებულები არიან ანი ლორაკის საკონცერტო ტური 2023 წლამდე გადადონ," - ნათქვამია ერთ-ერთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ერთ-ერთ ვერსიად ასევე კორონავირუსის გავრცელება სახელდება.

ცნობისთვის, ანი ლორაკს კონცერტები გერმანიასა და ჩეხეთში 21 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით უნდა გამართულიყო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მისი კონცერტები გაუქმდა. ცოტა ხნის წინ,  უკრაინელების აღშფოთების გამო, ლორაკის კონცერტი პრაღაში გაუქმდა.

დღის ამბები