02 ივლისი 2026,   20:29
ვრცლად
მიკოლაივში, რუსების მიერ დაბომბილი კორპუსის ნანგრევებიდან 11 წლის ბიჭი ამოიყვანეს

უკრაინაში ომის 232-ე დღეა. რუსულმა ძალებმა მიკოლაივი ეს-300-ის ტიპის რაკეტებით დაბომბეს. განადგურებულია 5-სართულიანი კორპუსი.

მაშველებმა 11 წლის ბიჭი გადაარჩინეს, რომელმაც ნანგრევებში 6 საათი გაატარა. გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე ქალაქ ორიხივს ერთ დღეში 324 ჭურვი ესროლეს. არიან დაშავებულები. განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა.

დღის ამბები